ავტორიზაცია

"ჩემთვის ეს იყო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ნეიმარი ბრაზილიურ ფეხბურთს სჭირდება "- დანი ალვეში

"ჩემთვის ეს იყო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ნეიმარი ბრაზილიურ ფეხბურთს სჭირდება "- დანი ალვეში
თარიღი 10 დეკ 2022, 15:23
39 წლის ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა აღიარა, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო იყო. 

ამასთან, კატალონიური "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმანეიმარს მოუწოდა, გააგრძელოს ბრაზილიის ნაკრებში თამაში და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

"ჩემთვის ეს იყო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი, დროა ამის თქმა. მაგრამ ნეიმარზე იგივე აზრი არ მაქვს. ის ბრაზილიურ ფეხბურთს სჭირდება, ის დიდი ფეხბურთელია, “, - თქვა დანი ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს მეოთხედფინალურ ეტაპზე ხორვატიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვარდა.