ავტორიზაცია

პირს მორგანი მესიზე: "არგენტინელს მეორე ყვითელი, შემდეგ წითელი ბარათი უნდა მიეღო"

პირს მორგანი მესიზე: "არგენტინელს მეორე ყვითელი, შემდეგ წითელი ბარათი უნდა მიეღო"
თარიღი 10 დეკ 2022, 14:59
ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა პიერს მორგანმა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსთან რეზონანსული ინტერვიუ ჩაწერა, თვლის რომ ლიონელ მესის მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო და მოედნიდან გაეძევებინათ.

არგენტინელებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხეს (2:2, პენალტები - 4:3) და ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრებს შეხვდებიან.

"მესი მოედანზე არ უნდა ყოფილიყო. მესის მეორე ყვითელი, შემდეგ წითელი ბარათი უნდა მიეღო. “, - დაწერა მორგანმა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ მსაჯმა ანტონიო მატეო ლაოსმა მესის ყვითელი ბარათი უჩვენა. მანამდე მან თავდამსხმელი შეგნებულად ხელით თამაშის გამო არ დასაჯა, თუმცა ბარათი მსგავს სიტუაციაში მცველ კრისტიან რომეროსაც უჩვენა.