ავტორიზაცია

პელემ ნეიმარს სოციალურ ქსელში მიმართა: "შენ ეს გააკეთე ბიჭო"

პელემ ნეიმარს სოციალურ ქსელში მიმართა: "შენ ეს გააკეთე ბიჭო"
თარიღი 10 დეკ 2022, 15:32
ლეგენდალურმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პელემ ნეიმარს მისი რეკორდის გამეორება მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ ხორვატიასთან გუშინდელ მატჩში "პენტაკამპეონეს" ლიდერმა ეროვნული ნაკრების რიგებში 77-ე გოლი გაიტანა და  ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პელეს დაეწია.

„დავინახე, როგორ იზრდებოდი, გაგამხნევე. ბოლოს, შემიძლია მოგილოცო ბრაზილიის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ჩემთან გათანაბრება. 

ჩემი რეკორდი თითქმის 50 წელი იყო. ამ ხნის განმავლობაში მასთან ახლოს ვერავინ მივიდა. შენ ეს გააკეთე ბიჭო. ეს ხაზს უსვამს, რამდენად დიდია შენი მიღწევა. “, - წერს პელე სოციალურ ქსელებში.