სანტუში: "არ ვნანობ, რომ რონალდუ სკამზე დავტოვე"

ფერნანდუ სანტუშის თქმით, ის მაროკოსთან მატჩში რონალდუს თადარიგში დატოვებას არ ნანობს.
პორტუგალიელთა კაპიტანი მოედანზე 51-ე წუთზე შევიდა, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისგან და გავარდნისგან ვერ იხსნა.
„არ ვნანობ. ამ გუნდმა შვეიცარიის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა.
კრიშტიანუ - უდიდესი ფეხბურთელია. ის გავიდა მოედანზე მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვალეთ, არანაირი სინანული.
არაფერს არ შევცვლიდი. როცა გუნდთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვიღებ, გულს ვერ მოვუსმენ.
სტრატეგიულად ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე ის ტვინით მივიღე და არა გულით. ეს არ ნიშნავს, რომ რონალდუ აღარ არის გუნდის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი.“ - აღნიშნა სანტუშმა.