უმძიმეს ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება და ჰარი კეინის დრამა - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნახევარფინალშია
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა.
შეხვედრა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი საჯარიმოს გარედან ორელიან ჩუამენიმ გაიტანა ულამაზესი დარტყმით, თუმცა შესვენების შემდეგ ინგლისელებმა მალევე პენალტი მოიპოვეს, რომელიც კეინმა გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა.
78-ე წუთზე ჟირუმ ფრანგები კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა 84-ზე კეინს მეორე პენალტის დარტყმის უფლება მიეცა, რომელიც მან ძალიან ცუდად შეასრულა და კარს ბურთ საერთოდ ააცილა.
დარჩენილ დროში ყველაზე რეალური შანსი მარკუს რაშფორდმა მიიღო, როცა მის მიერ დარტყმული ჯარიმა კარს ძალიან ცოტათი აცდა.
ამრიგად, საფრანგეთმა უმძიმეს ბრძოლაში ინგლისი ჩამოიტოვა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში წლევანდელ სენსაციას, მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.