საუთგეიტი საფრანგეთთან მარცხის შემდეგ: "კეინი საოცარი მოთამაშეა, რომ არა ის ამ ეტაპზე არ ვიქნებოდით"
ინგლისის მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთთან მატჩი (1-2) შეაფასა.
"თამაშმა გაამართლა მოლოდინი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გატანილ გოლებზეა. მე უბრალოდ ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მათ ყველაფერი გაეცათ. ვამაყობ იმით, თუ როგორ გავიარეთ ეს ტურნირი.
მსაჯის მუშაობის განხილვას აზრი არ აქვს. მირჩევნია ჩემს ფეხბურთელებზე ვისაუბრო.
ვულოცავ საფრანგეთს. მან იცის, რომ ძალიან რთული თამაში გაიარა. არა მგონია სხვა რამის გაკეთება შეგვეძლოს.
ჩვენ ვიგებთ და ვმარცხდებით როგორც გუნდი. ორი გოლი გავუშვით და შანსები ვერ გამოვიყენეთ. ჰარი კეინი საოცარია, ის ძალიან სანდო მოთამაშეა. რომ არა ის, ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიქნებოდით.
ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ტურნირზე მოსაგებად ჩამოვედით და გვჯეროდა, რომ ამას შეგვეძლო. “, - თქვა საუთგეიტმა.