ნოიერის ტრავმის შემდეგ ბაიერნმა შესაძლოა ლივაკოვიჩის ტრანსფერი განიხილოს
ხორვატიის ნაკრების და ზაგრების "დინამოს" მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდეს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო შირა იტყობინება.
იტალიელი ჟურნალისტის თქმით, "ბაიერნი" ახალი მეკარის შესაძენად მუშაობს მას შემდეგ, რაც 36 წლის მიუნხენელმა კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
"ბაიერნი" ორ ვარიანტს განიხილავს: ალექსანდრე ნუბელის "მონაკოდან" დაბრუნებას და დომინიკ ლივაკოვიჩის შეძენას. მონაკოში გერმანელი მეკარის სესხი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
27 წლის ლივაკოვიჩმა 2022/2023 წლების სეზონში ზაგრების "დინამოში" 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 35 გოლი გაუშვა და ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა.