კარიერის დასრულება?! ცნობილია, რა გეგმები აქვს მანუ ნოიერს უმძიმესი ტრავმის მიღების შემდეგ

მანუელ ნოიერი კარიერის დასრულებას არ აპირებს.
36 წლის გერმანიის და „ბაიერნის“ მეკარემ შვებულებაში ყოფნისას, თხილამურებზე სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და სეზონის ბოლომდე მოედანს ჩამოშრდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, Bayern & Germany „ტვიტერზე“ წერს, რომ მანუ კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს - ის ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი ჩვეული ფორმა აღიდგინოს, ახალი სეზონიდან „ბაიერნის“ ძირითადი გოლკიპერი გახდეს, 2024-ს საშინაო ევროზე კი - გერმანიის.

ყატარის მუნდიალზე ნოიერი გერმანიის ნაკრების მთავარი მეკარე და კაპიტანი იყო, თუმცა ამან ბუნდესნაკრები ჯგუფში ჩარჩენისგან ვერ იხსნა.