ავტორიზაცია

ჰანსი ფლიკს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ძირითადი მეკარე შერჩეული ჰყავს

ჰანსი ფლიკს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ძირითადი მეკარე შერჩეული ჰყავს
თარიღი 11 დეკ 2022, 18:03
ჰანსი ფლიკს სურს, რომ მანუელ ნოიერი ევრო 2024-ზე მისი გუნდის მთავარი გოლკიპერი იყოს.

Sport1.de-ს ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა „ბაიერნის“ გოლკიპერს მას შემდეგ დაურეკა, რაც მან მძიმე ტრავმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ მანუ თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და ფეხი მოიტეხა.

ფლიკს სურს, რომ ისევე, როგორც ამ მუნდიალზე, ნოიერი 2024-შიც მისი გუნდის მთავარი მეკარე იყოს.

ვარიანტი, რომლის შემთხვევაშიც, ნოიერს ნაკრების ძირითადში მარკ ანდრე ტერ შტეგენი ან კევინ ტრაპი შეცვლიან, ამ ეტაპზე არც კი განიხილება.