ავტორიზაცია

ნოიერის ტრავმის შემდეგ, ბაიერნმა საკუთარი მეკარის მონაკოდან გამოწვევაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ნოიერის ტრავმის შემდეგ, ბაიერნმა საკუთარი მეკარის მონაკოდან გამოწვევაზე მოლაპარაკებები დაიწყო
თარიღი 11 დეკ 2022, 22:50
„ბაიერნმა“ „მონაკოში“ განათხოვრებული გოლკიპერის, ალექსანდრ ნიუბელის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

ასეთი გადაწყვეტილება მიუნხენურმა კლუბმა მას შემდეგ მიიღო, რაც მანუელ ნოიერი თხილამურებით სრიალისას დაშავდა და ამ სეზონის ბოლომდე მოედანს ჩამოშორდა.

„ბაიერნი“ და მონეგასკები პირველად მოლაპარაკებებს გამართავენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ნიუბელის დროზე ადრე უკან გამოწვევა გერმანულ გუნდს გარკვეული თანხა დაუჯდება.

26 წლის გოლკიპერმა ლიგა 1-ს ამ სეზონის 15 მატჩში 6 მშრალი მატჩი ჩაატარა და არც ისე დიდი ხნის წინ ღიად განაცხადა, რომ თუ ნოიერმა ასე თამაში გააგრძელა, მისთვის „ბაიერნში“ დაბრუნებას აზრი არ ექნება.