ავტორიზაცია

ნეიმარი: "მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიას უნდა მოეგო, მაგრამ ღვთის ნების გამო ასე არ მოხდა"

ნეიმარი: "მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიას უნდა მოეგო, მაგრამ ღვთის ნების გამო ასე არ მოხდა"
თარიღი 11 დეკ 2022, 23:20
ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ფიასკოს შემდეგ, სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

ფორვარდის აზრით, მარცხის ეს სიუჟეტი ღვთის მიერ იყო დაწერილი.

„ცხოვრება წინსვლას გვაიძულებს, თუნდაც ძალიან მტკივნეული იყოს და დიდხანს არ შეგვიხორცდეს, ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.

მადლობას ვუხდი ბრაზილიელ ხალხს თანადგომისთვის, სასიამოვნოა თქვენგან იმის მოსმენა, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ და თავი არ დავზოგეთ, ეს ტკივილთან გამკლავებაში გვეხმარება.

ყატარს მადლობა ყველაფრისთვის. მსოფლიო ჩემპიონატი საუცხოო იყო და ის ბრაზილიას უნდა მოეგო, მაგრამ ღვთის ნებით ეს არ მოხდა.“ - აღნიშნა ბრაზილიელთა ლიდერმა სოციალურ ქსელში.