ავტორიზაცია

გუშინდელ მატჩში პეპემ ხელი მოიტეხა, მაგრამ მაინც ბოლომდე ითამაშა

გუშინდელ მატჩში პეპემ ხელი მოიტეხა, მაგრამ მაინც ბოლომდე ითამაშა
თარიღი 11 დეკ 2022, 23:50
მაროკოსთან მუნდიალის მეოთხედფინალურ მატჩში პეპემ ხელი მოიტეხა.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, 39 წლის ცენტრალურმა მცველმა მარცხენა ხელის მაჯა დაიზიანა.

გუშინდელი მატჩის შემდეგ, ფეხბურთელმა დოჰას ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა ჩაიტარა და ყველაზე ცუდი ვარაუდი გამართლდა - მას მოტეხილობა აღმოუჩინეს.

მიუხედავად ამ დაზიანებისა, პეპემ მაროკოსთან მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა და 97-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო.