ავტორიზაცია

ბრუნო ფერნანდეში: "ვულოცავ მაროკოს დამსახურებულ გამარჯვებას, ჩვენი ოცნება კი დაიმსხვრა"

ბრუნო ფერნანდეში: "ვულოცავ მაროკოს დამსახურებულ გამარჯვებას, ჩვენი ოცნება კი დაიმსხვრა"
თარიღი 11 დეკ 2022, 23:12
ბრუნო ფერნანდეშმა პორტუგალიის მუნდიალიდან გავარდნა შეაფასა.

„რთულია რამდენიმე სიტყვით იმის გადმოცემა, რაც ჩვენ გუშინ ვიგრძენით, როგორც კი მატჩი დასრულდა. ჩვენი ოცნება დაიმსხვრა. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სხვანაირი სცენარი ყოფილიყო.

სამწუხარო და მტკივნეულია, რადგან ამ ქვეყნის წარდგენა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთის თამაში. მარცხის მიუხედავად, ვამაყობ იმით, რომ პორტუგალიელი ვარ. კიდევ ფურო მეტად ვამაყობ იმათით, ვინც გუშინ და ზოგადად ამ ტურნირზე ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდა.

მინდა, მაროკოს ნაკრებს საუცხოო თამაში და ნახევარფინალში გასვლა ოფიციალურად მივულცოო.“ - წერს ბრუნო სოციალურ ქსელში.