ავტორიზაცია

კიმ მინ ჯეს ტრანსფერით ორი ევროპული გიგანტი ინტერესდება

კიმ მინ ჯეს ტრანსფერით ორი ევროპული გიგანტი ინტერესდება
თარიღი 12 დეკ 2022, 01:14
იტალიური "ნაპოლის" და სამხრეთ კორეის ნაკრების მცველი კიმ მინ ჯე ორი ევროპული გიგანტის ინტერესების სფეროშია. 

Sunday Mirror-ის ცნობით, 26 წლის აზიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის მადრიდის "რეალი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" იბრძოლებენ.

კორეელს მოქმედი კონტრაქტი ნეაპოლურ გუნდთან 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

კიმ მინ ჯემ ამ სეზონში "ნაპოლის" რიგებში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ცენტრალურმა მცველმა თავისი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა.