ავტორიზაცია

გარი ლინეკერი: "იმედი მაქვს, რომ საუთგეიტი დარჩება"

გარი ლინეკერი: "იმედი მაქვს, რომ საუთგეიტი დარჩება"
თარიღი 12 დეკ 2022, 11:52
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა გარეტ საუთგეიტს მხარდაჭერა გამოუცხადა. საფეხბურთო ექსპერტი იმედოვნებს, რომ მწვრთნელი თავის თანამდებობაზე დარჩება ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ.

"იმედი მაქვს, რომ საუთგეიტი დარჩება. ისეთი განცდა მაქვს, რომ ის ჯერ კიდევ გუნდის შექმნის პროცესშია. ინგლისის გუნდს მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ. ,“ - დაწერა ლინეკერმა ტვიტერზე.

ინგლისის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა - 1:2. გარეტ საუთგეიტს ეროვნული ნაკრების სათავეში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.