"ერლინგმა გერმანიაში 2.5 წელი გაატარა, შეიძლება ასეც გაგრძელდეს - 3 წელი ინგლისში, შემდეგ კი...", - ჰოლანდის მამა

ერლინგ ჰოლანდის მამამ არ გამორიცხა, რომ მისი შვილი „მან სიტის“ 3 წელიწადში დატოვებს.
„გერმანიაში მან 2.5 წელი გაატარა. შესაძლოა, მომავალშიც ასე გაგრძელდეს. სამი წელი ინგლისში, შემდეგ კი იტალია, ესპანეთი, ან საფრანგეთი.
გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ ასეთი ალბათობა არის, იმიტომ რომ ერლინგს ნებისმიერ გუნდში შეუძლია წარმატების მიღწევა.“ - აღნიშნა ალფ-ინგე ჰოლანდმა.
ამ სეზონში ერლინგმა „სიტის“ მაისურით 18 მატჩში 23 გოლი გაიტანა.