ავტორიზაცია

ფელიქსს პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა, თუმცა პორტუგალიელმა ეს ვარიანტი არც განიხილა

ფელიქსს პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა, თუმცა პორტუგალიელმა ეს ვარიანტი არც განიხილა
თარიღი 12 დეკ 2022, 22:06
„ატლეტიკოს“ შემტევის, ჟოაო ფელიქსის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბი იჩენს.

Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელში სოლიდური თანხის გადახდის მზადყოფნა „ასტონ ვილამ“ გამოთქვა, თუმცა პორტუგალიელს ეს ვარიანტი არ მოსწონს.

23 წლის ფეხბურთელი გაცილებით მაღალი რანგის და დიდი ისტორიის მქონე კლუბში გადასვლას განიხილავს და ბირმინგემული კლუბის ვარიანტი ჩანასახშივე სწორედ ამის გამო გაცხრილა.

ის, რომ ფელიქსი „ატლეტიკოდან“ წავა - პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, თუ იანვარში არა, ზაფხულში მაინც. ფეხბურთელს დიეგო სიმეონესთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭდა.