ავტორიზაცია

"პეპეს სიტყვები აზრს მოკლებული არ არის, არგენტინას ეხმარებიან", - ხორვატი არბიტრი დანიშნულ პენალტზე

"პეპეს სიტყვები აზრს მოკლებული არ არის, არგენტინას ეხმარებიან", - ხორვატი არბიტრი დანიშნულ პენალტზე
თარიღი 14 Dec 2022, 01:10
ხორვატმა არბიტრმა ბრუნო მარიჩმა დანიელე ორსატო მსოფლიოს ნახევარფინალში დადებული პენალტის გამო გააკრიტიკა.

„არ ვარ იმათთაგან, ვისაც შეთქმულების თეორიების სჯერა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პეპეს სიტყვებს ნამდვილად ჰქონდა აზრი, არგენტინას ეხმარებიან.

32-ე წუთზე არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაფიქრებს, პენალტი არ ყოფილა. ლივაკოვიჩი არ დაჯარიმებულა. აქ მხოლოდ მეკარეზე თავდასხმის დაფიქსირება შეიძლებოდა.

სამწუხაროა, რომ ორსატომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელმაც შედეგზე პირდაპირი გავლენა იქონია, უსამართლო და მიუღებელია!“, - აღნიშნა მარიჩმა.