ავტორიზაცია

მესი: "არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩემი საუკეთესო მუნდიალი, მაგრამ წარმომიდგენია, ახლა არგენტინაში რა სიგიჟეები ხდება"

მესი: "არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩემი საუკეთესო მუნდიალი, მაგრამ წარმომიდგენია, ახლა არგენტინაში რა სიგიჟეები ხდება"
თარიღი 14 Dec 2022, 01:31
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ხორვატიასთან 3:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ბევრი განსხვავებული ემოციაა, ყველაფერი შესანიშნავი იყო. კარგია მთელი ჩემპიონატის მანძილზე ამდენი ადამიანის და ჩემი ოჯახის ნახვა. წინ ბოლო მატჩია! ჩვენც სწორედ ეს გვინდოდა.

არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩემთვის საუკეთესო მუნდიალი. დიდი ხანია, თამაშით სიამოვნებას ვიღებ. დარწმუნებულები ვიყავით, რომ შევძლებდით. ვიცით, რასაც წარმოვადგენთ და რომ ხალხს ჩვენი სჯერა.

არგენტინა კვლავ მუნდიალის ფინალშია! მოდით, დავტკბეთ ამ მომენტით. რთული სიტუაციებიც გვქონდა და კარგი მომენტებიც. მე ყველა გულშემატკივართან ერთად ვხარობ, ტრიბუნებზეც და არგენტინაში ვინც დარჩა, იმათთანაც. წარმომიდგენია, იქ რა სიგიჟეები ხდება.“ - აღნიშნა ლეომ.