ავტორიზაცია

მარეკ ჰამშიკი კვარაცხელიაზე: "ხვიჩასგან ამას არ ველოდი, ვფიქრობ, რომ მან ყველა გააოცა"

მარეკ ჰამშიკი კვარაცხელიაზე: "ხვიჩასგან ამას არ ველოდი, ვფიქრობ, რომ მან ყველა გააოცა"
თარიღი 14 დეკ 2022, 15:27
იტალიური "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"წარმოუდგენელია, რომ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე ერთდროულად წავიდნენ. 

ამ თვალსაზრისით გულშემატკივრები განაწყენებული უნდა იყვნენ, მაგრამ მეორე მხრიდან თუ შეხედავთ, ისეთი დიდი ფეხბურთელები მოვიდნენ, როგორებიც კიმი, კვარა და ოსიმენი არიან.

ხვიჩასგან ამას არ ველოდი, ვფიქრობ, მან ყველა გააოცა, მის დრიბლინგში წარმოუდგენელი სიმარტივეა. “, - განაცხადა "ტრაბზონსპორის" ნახევარმცველმა.