ავტორიზაცია

ბენფიკა ენცო ფერნანდესს 100 მილიონ ევროდ აფასებს

ბენფიკა ენცო ფერნანდესს 100 მილიონ ევროდ აფასებს
თარიღი 14 დეკ 2022, 16:48
ლისაბონის "ბენფიკა" თავის ნახევარმცველ ენცო ფერნანდესს 100 მილიონ ევროდ აფასებს. 

Relevo-ს ინფორმაციით, სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ იქნება მზად პორტუგალიური კლუბი ნახევარმცველის მომავალ ზაფხულს გასაყიდად.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალში არგენტინის ნაკრების ფეხბურთელისთვის მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" იბრძოლებენ. 

შეგახსენებთ, ფერნანდესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ლიონელ სკალონის გუნდი საფრანგეთს და მაროკოს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.