ავტორიზაცია

ჰასან სალიჰამიჯიჩი: "ბაიერნი არ იჩქარებს ნოიერის შეცვლას"

ჰასან სალიჰამიჯიჩი: "ბაიერნი არ იჩქარებს ნოიერის შეცვლას"
თარიღი 14 დეკ 2022, 17:30
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს იჩქაროს მეკარე მანუელ ნოიერის შემცვლელის პოვნა, რომელიც ამ სეზონში იულიან ნაგელსმანის გუნდს ფეხის მოტეხილობის გამო ვეღარ დაეხმარება.

„როცა შემცვლელის ძებნის დრო დადგება, ჩვენ არ ვიჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ მშვიდად ვიმოქმედებთ და ავწონით დადებით და უარყოფით მხარეებს. “, - თქვა სალიჰამიჯიჩმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოიერის შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტი ხორვატიის ნაკრების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩია.