ავტორიზაცია

აგენტი: "ბაიერნმა მითხრა, რომ მოლაპარაკებები დაიწყო" - მიუნხენელები ნოიერის შემცვლელის მოყვანაზე ამუშავდნენ

აგენტი: "ბაიერნმა მითხრა, რომ მოლაპარაკებები დაიწყო" - მიუნხენელები ნოიერის შემცვლელის მოყვანაზე ამუშავდნენ
თარიღი 14 Dec 2022, 21:36
როგორც იცით, მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა, თხილამურებზე სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

ამის გამო, ბაიერნმა ახალი გოლკიპერის ძიება დაიწყო და პრესამ სხვადასხვა სახელებიც გააჟღერა: ლივაკოვიჩი, კეილორ ნავასი და ასე შემდეგ.

ასევე, დაიწერა იმაზეც, რომ რეკორდმაისტერს მონაკოში განათხოვრებული გოლკიპერის, ალექსანდრ ნიუბელის ნაადრევად დაბრუნება სურს და მონეგასკებთან მოლაპარაკებებიც დაიწყო. ეს ინფორმაცია მეკარის აგენტმაც დაადასტურა, რომლის სიტყვებსაც ფაბრიციო რომანო ციტირებს:

"ბაიერნმა შემატყობინა, რომ მონაკოსთან ნიუბელის დაბრუნებაზე დაიწყო მოლაპარაკებები, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა." - აღნიშნა აგენტმა.

ცნობისთვის, მონაკოსთან გაფორმებულ კონტრაქტში ბაიერნს ფეხბურთელის უკან ნაადრევად დაბრუნება არ გაუთვალისწინებია და ამიტომ, საკუთარ ფეხბურთელში ფულის გადახდა მოუწევს, საუბარია დაახლოებით 10 მილიონ ევროზე.