ავტორიზაცია

ისტორიაში მე-4 მწვრთნელი, რომელიც ზედიზედ მე-2 მუნდიალის ფინალში გავიდა - რა შედეგით დაასრულა წინა სამმა?

ისტორიაში მე-4 მწვრთნელი, რომელიც ზედიზედ მე-2 მუნდიალის ფინალში გავიდა - რა შედეგით დაასრულა წინა სამმა?
თარიღი 15 დეკ 2022, 10:18
დიდიე დეშამი გახდა ისტორიაში მე-4 მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ ორ მუნდიალზე მოახერხა ფინალში გასვლა.

ნახევარფინალურ შეხვედრაში დეშამის საფრანგეთმა მაროკოს 2:0 მოუგო და ფინალში გავიდა. 2018 წელს მათ გადამწყვეტ მატჩში ხორვატიას 4:2 მოუგეს.

აქამდე, ამის გაკეთება ვიტორიო პოცომ (იტალიასთან ერთად 1934 და 1938), კარლოს ბილარდომ (1986 და 1990) და ფრანც ბენეკბაუერმა (1986 და 1990).

ამ სამეულიდან ორივე ფინალის მოგება მხოლოდ პოცომ მოახერხა, ბილარდომ და ბეკენბაუერმა კი ერთი მოიგეს, მეორე კი დათმეს - როგორც წლებით მიხვდებოდით, ეს მწვრთნელები ზედიზედ ორ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

18 დეკემბერს დიდიე დეშამს დიდი ისტორიის დაწერა შეეძლება.