იური სიომინი: "ხვიჩას შეუძლია ოქროს ბურთის ნომინანტთა ფინალურ ათეულში მოხვდეს"

მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინი, რომელიც "ნაპოლის" გარემარბს 2019 წელს სწორედ "ლოკომოტივში" წვრთნიდა, ქართველი ფეხბურთელის ოქროს ბურთის მოგების ნომინატთა ტოპ 10-ში შესვლის შანსები შეაფასა.
მანამდე პორტალმა Goal-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტების რეიტინგი გამოაქვეყნა. კვარაცხელია ათეულში მოხვდა - მე-9 ადგილი დაიკავა.
21 წლის ქართველი ნახევარმცველი "ნაპოლის" გასულ ზაფხულს შეუერთდა. იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.