ვინ შეცვლის პორტუგალიის ნაკრებში სანტუშს? პრესაში პირველმა სახელებმა უკვე გაიჟღერა
პორტუგალიაში უკვე დაიწყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ჩაანაცვლოს ნაკრების სათავეში ფერნანდუ სანტუში.
შეგახსენებთ, რომ 68 წლის სპეციალისტს თანამდებობა დღეს დაატოვებინეს და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფედერაცია ახალ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში დაასახელებს.
A Bola-ს ინფორმაციით, ნაკრებში დანიშვნაზე ფედერაცია მხოლოდ პორტუგალიელ მწვრთნელებს განიხილავს: რუი ვიტორიას, ჟორჟე ჟეზუსს, რუი ჟორჟეს, პაულუ ბენტუს, კარლოს კეირუშს, პაულუ სოუზას და ჟოზე მოურინიოს.
მოურინიოს შემთხვევაში, ფედერაციამ მას შესაძლოა „რომაში“ და ნაკრებში მუშაობის შეთავსება შესთავაზოს.
2022 წლის მუნდიალზე ჩამოთვლილთაგან ორმა მწვრთნელმა იმუშავა: პაულუ ბენტუმ სამხრეთ კორეაში და კარლოს კეირუშმა ირანში, თუმცა ორივემ ნაკრებები ტურნირის დასრულებისთანავე დატოვა.