ავტორიზაცია

"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ", - მილანის მცველი მუნდიალზე ვერ მოხვედრაზე

"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ", - მილანის მცველი მუნდიალზე ვერ მოხვედრაზე
თარიღი 15 დეკ 2022, 23:24
„მილანის“ მცველმა ფიკაიო ტომორიმ იმედგაცრუება გამოთქვა, რომ მუნდიალისთვის ინგლისის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა.

„რაში ვისურვებდი თამაშის გაუმჯობესებას? ვიცი, რომ ჩემი საქმე - თავდაცვაა, მაგრამ უფრო მეტი გოლის გატანა მინდა.

გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ სერია ა-ს მცველებით, როგორებიც კიმ მინ ჯეი, მილან შკრინიარი, ლეონარდო ბონუჩი და ბრემერი არიან. მათი შემხედვარე, მინდა განვვითარდე.

ინგლისის ნაკრებში არგამოძახება? რა თქმა უნდა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვისურვებდი.

ვიცი, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთ, რათა ევრო 2024-სთვის დავიმსახურო ნაკრებში ადგილი, ამიტომ შრომას გავაგრძელებ და ვნახოთ, რა გამოვა.“ - აღნიშნა „მილანის“ მცველმა.