ავტორიზაცია

პოლ პოგბა მოედანზე იანვარშიც ვერ დაბრუნდება?!

პოლ პოგბა მოედანზე იანვარშიც ვერ დაბრუნდება?!
თარიღი 15 დეკ 2022, 23:34
პოლ პოგბას მოედანზე იანვარშიც არ ელიან.

იტალიური პრესის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, მუხლის ტრავმის გამო შესაძლოა კიდევ ორი თვე გამოტოვოს.

ჯერჯერობით, პოგბა ინდივიდუალური, გამარტივებული პროგრამით ვარჯიშობს, ბურთს პრაქტიკულად არც ეხება და ამიტომ, იანვარში მისი მოედანზე დაბრუნება ამ ეტაპზე ფანტასტიკის სფეროს ჰგავს.

დიდი ალბათობით, მოედანს ფრანგს ნელ-ნელა მიუახლოვებენ, ფეხბურთელს მენისკზე სექტემბერში ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც ის მიმდინარე მუნდიალსაც ტოვებს
Wiwo04
ტოპ კომენტარი
0
16 დეკ 2022, 06:34
კიდე კაი ეს არ ყავთ ფრანგებს თორე ფინალში ვერ გავიდოდნენ