ავტორიზაცია

ანტონიო ვალენსია: "რონალდუს იუნაიტედიდან წასვლით ძალიან ნაწყენი ვარ, ეს მტკივნეული იყო"

ანტონიო ვალენსია: "რონალდუს იუნაიტედიდან წასვლით ძალიან ნაწყენი ვარ, ეს მტკივნეული იყო"
თარიღი 16 Dec 2022, 08:55
მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა ანტონიო ვალენსიამ გაამხილა, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა კრიშტიანუ რონალდუს "წითელი ეშმაკებიდან" წასვლაზე.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა პიერს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც კლუბზე არც თუ ისე კარგად ისაუბრა, რის შემდეგაც ცოტა ხანში 37 წლის თავდამსხმელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუწყდა.

"სამწუხაროა, რომ კრიშტიანუმ მანჩესტერ იუნაიტედი ასე დატოვა, კლუბის გულშემატკივრებს ის უყვარდათ. ამ ინტერვიუმ, რა თქმა უნდა, სიტუაცია კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანა.

რონალდუს ჰქონდა თავისი მიზეზები, რომ ეთქვა ის, რაც თქვა, მაგრამ მე მისი წასვლით ძალიან ნაწყენი ვარ, ეს მტკივნეული იყო. კრიშტიანუ საუკეთესოდ რჩება. “, - თქვა ვალენსიამ.