მაროკოს მწვრთნელი: "მბაპე პელეს ახალი ვერსიაა"
მაროკოს ნაკრების მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებულ ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.
"კილიან მბაპე პელეს ახალი ვერსიაა. მას გამარჯვებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მატჩში შანსები 50/50-ია, დაბალანსებული ფინალია.
"კილიან მბაპე პელეს ახალი ვერსიაა. მას გამარჯვებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მატჩში შანსები 50/50-ია, დაბალანსებული ფინალია.
არგენტინას აქვს საკუთარი შესაძლებლობების ნდობა, პლიუს ამ გუნდში ლიონელ მესი თამაშობს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა.
რაც შეეხება საფრანგეთს, დეშამის გუნდი კარგად იცავს, მათ იციან ბურთის გარეშე თამაში და ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები. “, - განაცხადა რეგრაგიმ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება.