ავტორიზაცია

ვენგერი: "მესიზე ასეთი ზეწოლა აქამდე არასდროს არ წამოსულა"

ვენგერი: "მესიზე ასეთი ზეწოლა აქამდე არასდროს არ წამოსულა"
თარიღი 17 Dec 2022, 22:25
„არსენალის“ ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, 2022 წლის მუნდიალის ფინალზე ისაუბრა.

„ორი ფეხბურთელი განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არიან იმის გამო, რომ ფინალში მათგან რაღაც გასაოცარს ელოდებიან, საფრანგეთიდან ეს მბაპეა, არგენტინიდან კი მესი, რომელზეც ასეთი ზეწოლა აქამდე არასდროს არ წამოსულა.

ასევე, ამ ტურნირზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ოლივიე ჟირუსაც, რომლისგანაც ასეთ პერფომანსს არავინ ელოდა და ხულიან ალვარესსაც, რომლის მნიშვნელობამაც ტურნირის მსვლელობისას ძალიან იმატა.“ - აღნიშნა ფიფას გლობალური განვითარების მეთაურმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ხვალ, 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.