გეგმა "ანტი-მბაპე"? ცნობილია, რომელ სამ ტაქტიკაზე ავარჯიშა სკალონიმ არგენტინის ნაკრები ფინალის წინ
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინა ვარჯიშზე რამდენიმე ტაქტიკურ სქემაზე იმუშავა.
ლიონელ სკალონიმ ვარჯიშზე ფეხბურთელებს სამი სქემით მუშაობა დაავალა: 5-3-2, 4-3-3 და 4-4-2. პირველი ვარიანტი მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად იყოს განეიტრალებული საფრანგეთის ნაკრების ლიდერის, კილიან მბაპეს ძლიერი მხარეები.
პირველი (5-3-2) სქემისას მოედანზე ასეთი შემადგენლობა იყო: ემი მარტინესი, მოლინა, რომერო, ოტამენდი, ლისანდრო, აკუნია, დე პაული, ენცო, მაკ ალისტერი, ლეო მესი, ალვარესი.
ანხელ დი მარიას და გონსალო მონტიელის მოედანზე შესვლის შემდეგ კი, გუნდი 4-3-3-ზე გადაეწყო, მოედნიდან ლისანდრო და მოლინა გავიდნენ.
ვარჯიში 4-4-2-ით დასრულდა, სადაც დი მარიას ნაცვლად მოედანზე ლეანდრო პარედესი გამოვიდა.
გადამწყვეტი მატჩი ხვალ, 18 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.