სკალონი: "თუ ეს მესის ბოლო მატჩია მუნდიალებზე, იმედია ის თასის მოგებას შეძლებს, უკეთესი სცენარის მოფიქრება შესაძლებელია?"
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ იმედი გამოთქვა, რომ მისი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს.
გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთამერიკული ნაკრები 18 დეკემბერს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
„ჩვენ მატჩისთვის თავიდანვე ვემზადებით იქიდან გამომდინარე, როგორც ვთვლით, რომ ჩვენი მეტოქე ითამაშებს.
მესიზე რას ვიტყვი? იმედი ვიქონიოთ, რომ თუ ეს მუნდიალებზე ლეოს უკანასკნელი მატჩი იქნება, მაშინ ტიტულის მოგებით შეძლებს წასვლას. ეს დიდებული იქნებოდა, მთავარია - ამ მომენტით ვისიამოვნოთ.
მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად უკეთესი სცენარის მოფიქრება საერთოდ შესაძლებელია?“, - აღნიშნა სკალონიმ.