ავტორიზაცია

კარიმ ბენზემამ, ზიდანმა და კიდევ ორმა ფრანგმა ლეგენდამ პრეზიდენტის მოწვევა უარით გაისტუმრეს

კარიმ ბენზემამ, ზიდანმა და კიდევ ორმა ფრანგმა ლეგენდამ პრეზიდენტის მოწვევა უარით გაისტუმრეს
თარიღი 17 Dec 2022, 23:56
კარიმ ბენზემამ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ფინალის დასწრების მოწვევაზე უარი უთხრა.

ბენზემას ჰქონდა შესაძლებლობა, დოჰაში მაკრონთან ერთად საპრეზიდენტო თვითმფრინავით ჩაფრენილიყო, მაგრამ ის, ისევე როგორც ლორან ბლანმა, ზინედინ ზიდანმა და მიშელ პლატინიმ ეს შემოთავაზება უარით გაისტუმრეს.

მიუხედავად ამისა, ESPN-ს ინფორმაციით, ბენზემა გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სურს, რომ მისმა ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი წვლილი ამაში მინიმალური იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბენზემამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ტურნირის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, დიდიე დეშამმა მისი შემცვლელი არ გამოიძახა და კარიმი ნაკრების განაცხადში რჩება, ამიტომ რომელიმე მედალს ყველა ვარიანტში მიიღებს.