კასანო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე: "საფრანგეთი უფრო ძლიერია, მაგრამ არგენტინას მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს"
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესახებ ისაუბრა.
კასანომ აღიარა, რომ არგენტინას დაუჭერს მხარს, მაგრამ მატჩში ფავორიტს ვერ ხედავს: „ჩემი აზრით, შანსები 50-50ზეა. საფრანგეთი შემადგენლობით არგენტინას ჯობნის, მაგრამ არგენტინელებს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს - ლიონელ მესი.
ის ყოველთვის იძლევა განცდას, რომ დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია. იმედია, ლეო და მისი გუნდი გამარჯვებს. “, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საფრანგეთის და არგენტინის ნაკრებებს შორის დღეს, 18 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საფრანგეთის და არგენტინის ნაკრებებს შორის დღეს, 18 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება.