ავტორიზაცია

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა, საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მეკარე დასახელდნენ

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა, საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მეკარე დასახელდნენ
თარიღი 18 დეკ 2022, 22:44
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფიფამ ტურნირის საუკეთესოები დაასახელა.

მაშ ასე, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრიუმფატორი ენცო ფერნანდესი დასახელდა.

საუკეთესო მეკარედ, ბევრისთვის გასაკვირად, მაგრამ დამსახურებულად ემილიანო მარტინესი დაასახელეს, რომელმაც ამ ტურნირზე ნაკრებს ორი პენალტების სერია მოაგებინა.

საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა, რომელიც მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამ ტურნირზე 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ხოლო საუკეთესო ბომბარდირი კი დასახელების გარეშე, გოლების რაოდენობით კილიან მბაპე გახდა 8 გატანილი გოლით.