ავტორიზაცია

"ემოცია არ მაქვს იმდენი, რამდენიც სხვა დღეებში", - სკალონის პირველი კომენტარი მუნდიალის მოგების შემდეგ

"ემოცია არ მაქვს იმდენი, რამდენიც სხვა დღეებში", - სკალონის პირველი კომენტარი მუნდიალის მოგების შემდეგ
თარიღი 18 Dec 2022, 22:59
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეაჯამა.

გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინამ საფრანგეთს პენალტების სერიაში მოუგო და ტიტულს მესამედ დაეუფლა.

„ამაყი ვარ. ემოცია არ მაქვს იმდენი, რამდენიც სხვა დღეებში, მაგრამ შვებას ვგრძნობ. ეს ნაკრები ამაყს მხდის, ეს მათი გამარჯვებაა.

მინდა, ხალხს მოვუწოდო, რომ ამ მომენტით ისიამოვნონ, იმიტომ რომ ის ისტორიაში შევა.“ - აღნიშნა სკალონიმ.