ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, ფიფამ ოფიციალურად დაასახელა ტურნირის სამი საუკეთესო ფეხბურთელი.
როგორც იცით, საუკეთესოდ არგენტინელი შემტევი ლეო მესი დასახელდა, რომელმაც ამ ტურნირზე 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მეორე საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგი კილიან მბაპე დაასახელეს, რომელიც 8 გოლით ტურნირის ერთპიროვნული საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მესამე საუკეთესოდ კი წინა მუნდიალის MVP, ლუკა მოდრიჩი დასახელდა, რომელმაც ხორვატიის ნაკრებთან ერთად ზედიზედ მეორე მუნდიალზე შეძლო მედლების მოპოვება და 2018 წლის ვერცხლს წლევანდელი ბრინჯაო დაუმატა.