ავტორიზაცია

პელე არგენტინის ჩემპიონობაზე: "რა თქმა უნდა, ახლა დიეგო იღიმის"

პელე არგენტინის ჩემპიონობაზე:  "რა თქმა უნდა, ახლა დიეგო იღიმის"
თარიღი 19 დეკ 2022, 03:43
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობას გამოეხმაურა.

ფეხბურთის მეფემ საკუთარ სოციალურ ქსელში  "ალბისელესტეს" გამარჯვება მიულოცა. 

"როგორც ყოველთვის, ფეხბურთი თავისი ისტორიის გადმოცემას აგრძელებს. მესიმ თავისი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. 

ჩემმა მეგობარმა მბაპემ მუნდიალის ფინალებში უკვე 4 გოლი გაიტანა. ჩვენი სპორტის მომავლისთვის ამ სპექტაკლის ყურება შესანიშნავი საჩუქარი იყო. 

არ შემიძლია არ მივულოცო შესანიშნავი მუნდიალი მაროკოს ნაკრებს. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, ახლა დიეგო იღიმის. ", - დაწერა პელემ საკუთარ სოციალურ ქსელში.