ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნის შესახებ: "არ წავალ მანამ, სანამ რეალი არ გამიშვებს"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ "პენტაკამპეონე" "სამეფო კლუბის" მწვრთნელს თავის პრიორიტეტულ კანდიდატად მიიჩნევს.
"არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მადრიდის რეალში ძალიან ბედნიერი ვარ. კონტრაქტი 2024 წლამდე მაქვს. არ ვაპირებ წასვლას, სანამ არ გამათავისუფლებენ. დრო მექნება ვიფიქრო ჩემს მომავალზე. “, - თქვა ანჩელოტიმ.