ავტორიზაცია

"პუტინის მრჩეველი რომ ვიყო, მესისთვის მოქალაქეობის მიცემას შევთავაზებდი "- ანზორ კავაზაშვილი

"პუტინის მრჩეველი რომ ვიყო, მესისთვის მოქალაქეობის მიცემას შევთავაზებდი "- ანზორ კავაზაშვილი
თარიღი 19 Dec 2022, 15:35
წარსულში ცნობილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი მიიჩნევს, რომ არგენტინის ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ, რომელმაც ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი თავის ნაკრებთან ერთად მოიგო, რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიიღოს.

„პუტინის მრჩეველი რომ ვიყო, მესის რუსეთში დაპატიჟებას და მეორე, ან სულაც მეხუთე, მოქალაქეობის მიცემას და ბინის ჩუქებას შევთავაზებდი. “, - თქვა კავაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში არგენტინამ საფრანგეთს მოუგო (3:3, 4:2 - პენალტები).

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკული ნაკრებისთვის ეს ჩემპიონობა პირველი იყო ბოლო 36 წლის განმავლობაში.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ 35 წლის მესი დასახელდა, რომელმაც შვიდ მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.