დაუვიწყარი ტურნირი - 5 ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ უფრო გაგვილამაზა
კატარის მუნდიალი ოფიციალურად დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ მასზე წარსულში ლაპარაკი ჯერ კიდევ მტკივნეულია, მცირე შეჯამება გავაკეთოთ.
ამიტომ, Goal.ge გთავაზობთ ხუთ ფეხბურთელს, რომლებმაც აწ უკვე განვლილი მუნდიალი კიდევ უფრო გაგვილამაზეს.
ლიონელ მესი
ცოტა გაუგებარიც კია, როგორ უნდა განვმარტოთ ეს არჩევანი, იმიტომ რომ ყველაფერი ისედაც ნათელია. მესიმ ცხოვრების ტურნირი ჩაატარა, შესანიშნავად ითამაშა და თავის გუნდს ნამდვილ ლიდერად მოავლინა. რთულ მომენტებში, სწორედ ის იღებდა საკუთარ თავზე ლიდერობას. წინა მუნდიალების დროს ლეოს ბევრს აკრიტიკებდნენ ჩრდილში დარჩენის და მოედანზე დაკარგვის გამო. კატარში კი არგენტინელი ნამდვილად საუკეთესო იყო. რეკორდების უამრავი რაოდენობა დაამყარა - როგორც დიდი, ისე ნაკლებად შესამჩნევი. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დამსახურებულად დასახელდა.
კილიან მბაპე
თავისუფლად შეიძლებოდა, ამ ტურნირს მესის კი არა, მბაპეს სახელი ეტარებინა ისტორიულად, რადგან „პსჟ-ს“ ფორვარდმა საოცარი ჩემპიონატი ჩაატარა. საფრანგეთის ნაკრებს ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი გამოაკლდა, მაგრამ მათ არყოფნაში ყველაფრის ლიდერობა საკუთარ თავზე სწორედ მბაპემ აიღო, რომელმაც მესიზე არანაკლები რეკორდი დაამყარა. ფრანგი შეუჩერებელი იყო და ფინალშიც სწორედ მან დააბრუნა საფრანგეთი თამაში. იმ დროს, როცა იმედი თითქოს გადაწურული იყო, იმ დროს, როცა ყველა არგენტინის მოგებას ზეიმობდა. მბაპემ შეუძლებელი შეძლო და საფრანგეთი კინაღამ ფსკერიდან მწვერვალზე დააბრუნა, მაგრამ, კოლო მუანი...
სოფიან ამრაბატი
მაროკოს ნაკრები კატარის მუნდიალის მთავარი აღმოჩენა გახდა და მისი ფეხბურთელის არ აღნიშვნაც არ შეიძლება. კარგები იყვნენ აშრაფ ჰაკიმიც, იუსენ ენ ნესირიც და მეკარე იასინ ბონოც. თუმცა, არავინ ყოფილა სოფიან ამრაბატზე უკეთესი. არ ყოფილა მუნდიალზე სხვა ისეთი ფეხბურთელი, ვინც ამდენს იბრძოლებდა, ასე თავდაუზოგავად იშრომებდა და ბოლოს და ბოლოს, სპრინტში მბაპეს დაეწეოდა და ხისტი ვარდნით ბურთსაც აართმევდა. თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ხისტი ბრძოლა სულ უფრო ცოტაა და მსაჯის სასტვენი უფრო და უფრო მეტი, ამრაბატის ცქერა ერთი სიამოვნება იყო.
ლუკა მოდრიჩი
წინა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს ოთხი წელი მოემატა და იგივე ტრიუმფს მისგან და მისი ნაკრებისგან არავინ ელოდა და სრულიად სამართლიანადაც. ხორვატიის ნაკრებს დიდი ტურნირების ფავორიტებში არასდროს მიაკუთვნებდნენ, მითუმეტეს როცა მთავარი ლიდერი და კაპიტანი 37 წლისაა. მაგრამ გულწრფელად თქვით, „რეალის“ ნახევარმცველის თამაშის შემხედვარე, ერთხელ მაინც გაგახსენდათ მისი ასაკი უარყოფით კონტექსტში? რაიმეზე შეამჩნიეთ, რომ მას უკვე აღარ შეუძლია, რომ ის უკვე ვეღარ ქაჩავს ან რაიმე მსგავსი? ალბათ, პასუხი იქნება „არა“ და ჩვენც სწორედ ასე ვფიქრობთ. ლუკა მოდრიჩი კვლავ ხორვატიის სული და გული იყო, რომელმაც ტურნირს მეოთხედფინალიდან მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები გამოასალმა და სრულიად დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი. სამწუხაროა, რომ ამ ტურნირზე მის თამაშს ვეღარასდროს ვნახავთ, მაგრამ სამყაროს აღარასდროს არ ეყოლება მეორე ლუკა მოდრიჩი...
ემილიანო მარტინესი
არგენტინელმა მეკარემ სრულიად დამსახურებულად მიიღო ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო. რომ არა „დიბო“, არ იქნებოდა არგენტინელთა გამარჯვებაც, მან უბრალოდ სამაგალითო პლეი-ოფი ჩაატარა. ავსტრალიასთან ბოლო წუთებზე სეივით არგენტინა დამატებით დროს გადაარჩინა, ნიდერლანდებთან პენალტების სერიაში ორი ბურთი მოიგერია, ბრაზილიასთან კი ბოლო წამებზე კოლო მუანის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი აუღო და შემდეგ კიდევ ერთი მოგებული პენალტების სერიაც დააყოლა. ზედმეტად შეშლილი მიღწევებია იმისთვის, რომ 5 ფეხბურთელში ერთი ადგილი მას არ მივაკუთვნოთ.