არანაირი ზეიმი, კლუბში დაბრუნების დროა - ლუკა მოდრიჩის სამაგალითო საქციელი
ხორვატიის ნაკრებმა ზედიზედ მეორე მუნდიალზე მედლები მოიპოვა - 2018-ს ვერცხლის შემდეგ, გუნდმა წელს ბრინჯაოს მოგება მოახერხა.
ამ ფაქტის აღსანიშნავად ხორვატიის ნაკრებმა ქვეყანაში ზეიმი მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელები ამ დიდ წარმატებას გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავენ.
ამ აღნიშვნებს არ ესწრება გუნდის კაპიტანი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ქვეყანაში ჩასვლის ნაცვლად, მადრიდში დაბრუნება და უახლოესი მატჩისთვის მომზადება არჩია.
ლა ლიგა „რეალისთვის“ 30 დეკემბერს ბრუნდება, როცა გუნდი სტუმრად „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება და მოდრიჩს სურს, ამ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს, ამიტომ ესპანეთის დედაქალაქში დროზე ადრე დაბრუნდა და უახლოეს პერიოდში ვარჯიშსაც შეუდგება.