მხოლოდ ერთი ფეხბურთელი უსწრებს - რონალდუ თავისთვის ნაკლებად სასიამოვნო რეიტინგში მეორე პოზიციაზეა
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ნაკლებად სასიამოვნო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.
37 წლის ფეხბურთელისთვის ეს უდიდესი ალბათობით უკანასკნელი მუნდიალი იყო, პორტუგალიელები მეოთხედფინალამდე მივიდნენ და მაროკოსთან დამარცხდნენ.
Transfermarkt-ს ინფორმაციით, რონალდუ მეორე ადგილზეა იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ამ ტურნირის მოგება მაინც ვერ მოახერხა.
„მან იუნაიტედის“ ექს-ფორვარდს მსოფლიო პირველობაზე 22 მატჩი დაუგროვდა, თუმცა ტიტულის მოგება მან საბოლოოდ ვერ შეძლო. „ლიდერი“ ამ მაჩვენებლით პაოლო მალდინია, რომელმაც 23 მატჩი ჩაატარა და იტალიის ნაკრები 2006 წლის მუნდიალის დაწყებამდე დატოვა.
საფრანგეთთან ფინალში წაგების შემთხვევაში, ამ რეიტინგში პირველ ადგილს ლეო მესი დაიკავებდა, რომელსაც უტიტულოდ მსოფლიო ჩემპიონატზე 26 მატჩი ექნებოდა.