ავტორიზაცია

ისტორიაში მხოლოდ 5 ფეხბურთელი არსებობს, რომლებმაც მუნდიალის ორ სხვადასხვა ფინალში შეძლეს თავის გამოჩენა

ისტორიაში მხოლოდ 5 ფეხბურთელი არსებობს, რომლებმაც მუნდიალის ორ სხვადასხვა ფინალში შეძლეს თავის გამოჩენა
თარიღი 19 Dec 2022, 23:06
თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ფრანგმა ფორვარდმა მსოფლიო ჩემპიონატის ორ სხვადასხვა ფინალში მოახერხა გოლის გატანა. 2018-ში მან ხორვატიის კარი აიღო, 2022-ში კი არგენტინის (3-ჯერ).

ისტორიაში მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი არსებობს, რომლებმაც ორ სხვადასხვა ფინალში შეძლეს თავის გამოჩენა. ესენი არიან:

თავად მბაპე (2018, 2022), ბრაზილიელი ვავა (1958, 1962), ბრაზილიელი პელე (1958, 1970), გერმანელი პაულ ბრაიტნერი (1974, 1982) და ფრანგი ზინედინ ზიდანი (1998, 2006).

გარდა ამისა, კილიანს მუნდიალის ფინალებში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია, მისი უახლოესი მდევრები პელე (3) და ზიდანი (3) არიან.