"კარიერა დავასრულე, მაგრამ მზად ვარ მოვუსმინო", - ლუი ვან გაალმა დაასახელა გუნდი, რომლის გამოც მზადაა დაბრუნდეს

ნიდერლანდების ნაკრების ექს-სპეციალისტმა, ლუი ვან გაალმა, კარიერის კვლავ განახლების მზადყოფნა გამოთქვა.
71 წლის სპეციალისტმა მწვრთნელობიდან წასვლაზე მუნდიალის დამთავრებისთანავე განაცხადა, თუმცა ახლა აღიარებს, რომ მზადაა გეგმებს გადახედოს, თუ პორტუგალიის ნაკრებისგან მიიღებს შემოთავაზებას:
„მე კარიერა დავასრულე, მაგრამ თუ პორტუგალიის ნაკრებში მოუნდებათ ჩემი დანიშვნა, მოვისმენ ამ შემოთავაზებას.“ - აღნიშნა ნიდერლანდელმა.
პორტუგალიის ნაკრებიდან მორიგი წარუმატებელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 8-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ფერნანდუ სანტუში გაუშვეს.