ავტორიზაცია

არგენტინის ხელისუფლებამ ფეხბურთელების ვერტმფრენებით ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღო

არგენტინის ხელისუფლებამ ფეხბურთელების ვერტმფრენებით ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 21 Dec 2022, 00:47
არგენტინის ხელისუფლებამ ნაკრების ფეხბურთელების ვერტმფრენებით ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ბუენოს აირესის ქუჩებში 4 მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა მუნდიალის მოგების აღსანიშნავად და ამის გამო, ავტობუსის გადაადგილება შეუძლებელი აღმოჩნდა.

მილიონობით გამოსული ადამიანი გზებზე ტრანსპორტს ბლოკავდა და ავტობუსით გადაადგილებას აფერხებდა, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ ფეხბურთელების ვერმტფრენებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.