ავტორიზაცია

ანდრეს ინიესტა: "დარწმუნებული ვარ, ვინც მესის საუკეთესოდ არ თვლის, ყოველთვის იპოვის საბაბს, რომ ასე განაგრძოს ფიქრი"

ანდრეს ინიესტა: "დარწმუნებული ვარ, ვინც მესის საუკეთესოდ არ თვლის, ყოველთვის იპოვის საბაბს, რომ ასე განაგრძოს ფიქრი"
თარიღი 21 დეკ 2022, 15:45
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ესპანეთის კლუბის ყოფილ პარტნიორს, ლიონელ მესის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"ჩემთვის მესი საუკეთესოა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით და მის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ვინც მას საუკეთესოდ არ თვლის, ყოველთვის იპოვის საბაბს, რომ ასე განაგრძოს ფიქრი, მიუხედავად იმისა, მოიგო თუ არა მსოფლიო ჩემპიონატი. “, - ციტირებს ინიესტას სიტყვებს ESPN.

არგენტინის ნაკრებმა ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ფინალურ მატჩში ლიონელ სკალონის გუნდმა საფრანგეთი დაამარცხა. მატჩის სათამაშო დრო ანგარიშით 3:3 დასრულდა. პენალტების სერიაში არგენტინელები უკეთესები აღმოჩნდნენ - 4:2.