ავტორიზაცია

პორტუგალიის ფედერაცია მოურინიოზე ზეწოლას ახდენს

პორტუგალიის ფედერაცია მოურინიოზე ზეწოლას ახდენს
თარიღი 21 დეკ 2022, 23:55
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ჟოზე მოურინიოზე დიდ ზეწოლას ახდენს, რადგან ნაკრების მთავარ მწვრთნელად სწორედ მისი ხილვა სურს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ფედერაციაში ხვდებიან, რომ მოურინიოსთვის ნაკრების და „რომას“ საქმიანობის შეთავსება რთული იქნება, ამიტომ მასზე ზეწოლას ახდენენ, რომ მან არჩევანი ნაკრების სასარგებლოდ გააკეთოს.

ფედერაციას სურს, რომ მოურინიომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს. ისინი მზად არიან ჟოზეს დაელოდონ, მაგრამ მხოლოდ უახლოეს ზაფხულამდე.

თუ მოურინიო ზაფხულამდე დროს მოითხოვს, იქამდე ნაკრებს რუი ჟორჟე გაწვრთნის, რომელცი ამჟამად ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში.