ავტორიზაცია

ჟოზე მოურინიო მზად არის პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს

ჟოზე მოურინიო მზად არის პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს
თარიღი 18 დეკ 2022, 03:24
იტალიური "რომას" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პორტუგალიის ნაკრებში დანიშვნის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

59 წლის სპეციალისტი ფერნანდო სანტუშის გადადგომის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება.

მოურინიოს ერთ-ერთი შესაძლო სცენარი რომაში და ეროვნულ გუნდში ერთად მუშაობაა, თუმცა, რომაული კლუბის ხელმძღვანელობა ამ ვარიანტს არ ეთანხმება. 

The Telegraph-ის ცნობით, მოურინიო მზადაა იტალიურ კლუბში მუშაობაზე უარი თქვას და თავისი ქვეყნის ნაკრებში იმუშაოს. 

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს "რომასთან"  კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.